ანაფორა (სტილისტიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:20, 1 აგვისტო 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანაფორა – (ბერინ. anaphora – ზევით გამოტანა), პოეტური ფიგურის სახეობა, ერთისა და იმავე ან თანაჟღერადი ბგერითი შედგენილობის სიტყვების ან სინტაქსური კონსტრუქციების გამეორება სალექსო ტაეპებისა თუ სტროფების დასაწყისში. პროზაში –ფრაზების ერთი და იმავე სიტყვებითა და გამოთქმებით დაწყება.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბგერით, ლექსიკურ და სინტაქსურ ანაფორას.
ბგერითი:
მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენით სულდგმულს, შენგანვე
შენთვის მიძგერს ეს გელი.
(აკაკი).
ლექსიკური:
არ გავცვლი სალსა კლდეებსა. უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა.
(რ. ერისთავი).
სინტაქსური:
საით მივყევარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი,
(გ. ტაბიძე).