ლიტოტესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 24 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლიტოტესი – (ბერინ. λιτότης – სიმარტივე, სიმცირე), მეიოზისის სახე, საგნის, მოვლენის… ისეთი თვისების შემცირებული ხარისხით წარმოდგენა, რომელიც არ ახასიათებს ობიექტს. ლიტოტესი თავისებურად „უარყოფის უარყოფაა“, რომელიც საბოლოოდ დადებით დახასიათებას იძლევა, მაგრამ რამდენადმე მაინც შემცირებული ხარისხით. მაგ. ფორმები „არაუინტერესოდ“, „არაუსარგებლოდ“ მნიშვნელობით უტოლდებიან „საინტერესოდ“. „სასარგებლოდ“ სიტყვებს. მაგრამ ნიუანსებით (დადებითი თვისების ხარისხი) მაინც განსხვავდებიან ამ უკანასკნელთაგან. როგორც ტროპის სახე, ლიტოტესი მეტყველებასა და მხატვრულ ლიტერატურაში აღნიშნავს სტილურ ზომიერებას, სიმკაცრეს. ამით ის უპირისპირდება ჰიპერბოლას.

ც. ბარბაქაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები