მეიოზისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეიოზისი – (< ბერძნ. meiosis– დამცირება, დაკნინება, დაპატარავება), ტროპის სახე, რომელიც საგნის, მოვლენის თვისებას საგანგებოდ ამცირებს ან ამდაბლებს მათ შეფასებას. ამით მეიოზისი უპირისპირდება ჰიპერბოლას. მაგ. გარკვეულ სიტუაციაში „კარგი“ შეიძლება შეიცვალოს გამოთქმით: „არა უშავს“; უარყოფითი თვისებების დამცრობისას მეიოზისი ევფემისტურ მნიშვნელობასაც იძენს: „არც ისე სასიამოვნო სანახავია“ – „უსიამოვნოს“ აღსანიშნავად. ზოგჯერ მეიოზისმა შეიძლება გამოიწვიოს საპირისპირო ეფექტიც – რაიმე თვისების გაზვიადება, გაძლიერება, მაგ. როდესაც ლაპარაკია თავისთავად მცირეზე: „ლოტოს კოჭი" – პატარა კაცი, „რწყილის ნაწლავი“ – ძალიან წმინდა ძაფი და მისთ. ხდება სიმცირის თვისების ჰიპერბოლიზაცია, მეიოზისი თავისი ხასიათით ირონიულ ელფერს ატარებს.
ც. ბარბაქაძე