ზაქარიაძე სერგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგო ზაქარიაძე

სერგო ზაქარიაძე − (დ. 1 ივლისი [ძვ. სტ. 18 ივნისი], 1909, ბაქო ― გ. 13 აპრილი, 1971, თბილისი), ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1969), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ლენინის ორდენის, შრომის წითელი დროშის ორდენის, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (1946, 1952), ლენინური პრემიის ლაურეატი (1966), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971).

დაიბადა 1909 წელს ბაქოში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1926 წელს სცენის მუშად მოეწყო რუსთაველის თეატრში, 1928-1930 წლებში მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში შექმნილი თეატრის მსახიობია, 1930 წელს ამ თეატრთან ერთად გადმოდის თბილისში, 1956 წლიდან რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია, ხოლო 1969 წლიდან სიკვდილამდე მისი მხატვრული ხელმძღვანელი.

მის მიერ შექმნილი ტრაგიკული თუ კომიკური სახეები ხასიათდება მძაფრი ტემპერამენტით, უხვი ფერადოვნებითა და დიდი გამომსახველობით, ხასიათების გახსნის მოულოდნელი, საკუთარი საშუალებებით; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჯიბილო (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, 1938), ოიდიპოსი (სოფოკლესოიდიპოს მეფე“, 1956), ქადაგი (ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, 1960), ურიელ აკოსტა (გუცკოვისურიელ აკოსტა“), ლირი (შექსპირის „მეფე ლირი“), პატარა გოლიათი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“); დაუვიწყარია, აგრეთვე, ეკრანული სახეები, შექმნილი ფილმებში: „არ დაიდარდო“, „გიორგი სააკაძე“, „დღე პირველი — დღე უკანასკნელი“ და მრავალი სხვა, განსაკუთრებით კი ქართველი გლეხკაცისა და მეომრის, გიორგი მახარაშვილის განუმეორებელი სახე კინოფილმში „ჯარისკაცის მამა“, რომელიც ასზე მეტ ქვეყანაში იყო ნაჩვენები და მის შემქმნელთ საყოველთაო აღიარება მოუტანა.

1971 წელს, სიკვდილის შემდეგ, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე შექმნილი სცენური სახეებისათვის სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალა 1971 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები