გუცკოვი კარლ ფერდინანდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ ფერდინანდ გუცკოვი

კარლ ფერდინანდ გუცკოვი – (გერმ. Karl Ferdinand Gutzkow, 1811-1878), გერმანელი მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი, ლიტერატურული მოძრაობის — „ახალგაზრდა გერმანიის“ აქტიური წევრი.

1830-იანი წლების მეორე ნახევარში, გერმანიაში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა - „ახალგაზრდა გერმანია“. ამ მიმართულების წარმომადგენლები უდიდეს როლს ანიჭებდნენ თეატრს, როგორც საზოგადოების განათლების, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას. მათ სურდათ გერმანული ლიტერატურისა და თეატრის გათანამედროვეობა, მწვავე სოციალური თემატიკის წინ წამოწევა. მათ შემოქმედებაში გაძლიერდა რეალისტური ტენდენციები. „ახალგაზრდა გერმანელები“ გერმანული რომანტიზმის მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ მათ ნაწარმოებებში შენარჩუნებულია რომანტიზმის მახასიათებლები. თავიანთი პროტესტი არსებული სოციალური სისტემის და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ გმირულ-რომანტიკული დრამის სახით გამოხატეს. „ახალგაზრდა გერმანიის“ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო კარლ ფერდინანდ გუცკოვი, რომლის ნაწარმოებებმა დიდი როლი ითამაშეს გერმანული დრამატურგიისა და სათეატრო ხელოვნების განვითარებაში.

გუცკოვი მიეკუთვნებოდა დემოკრატიული ინტელიგენციის წრეს, რომელიც 1830 წლის საფრანგეთის რევოლუციის ზეგავლენას განიცდიდა. გუცკოვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეხედულებების ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია უტოპისტი სენ-სიმონის იდეებმა, ჰაინეს რევოლუციურმა პუბლიცისტიკამ. იდეოლოგიური წინამორბედის - ბიუხნერისდანტონის სიკვდილი“ სწორედ გუცკოვის ინიციატივით გამოქვეყნდა.

დრამატურგობას გუცკოვი 1830-იანი წლების შუიდან იწყებს. მის ადრინდელ პიესებს, რომლებშიც გერმანული სინამდვილისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაა ასახული, არა აქვს მაღალმხატვრული ღირებულება. უფრო სრულყოფილ დრამატურგიულ ნაწარმოებებს: „რიჩარდ სევეჯი“ (1839), „ტარტიუფის პროტოტიპი“ (1844), „სამეფო ძეგლი“ (1849) და სხვ., - მოგვიანებით ქმნის. და, მაინც, გუცკოვი თეატრის ისტორიაში შესულია, როგორც ტრაგედიის - „ურიელ აკოსტა“ (1846) - ავტორი. სწორედ ამ ნაწარმოებმა გაუთქვა სახელი დრამატურგს გერმანიის საზღვრებს მიღმა.



პიესები:

  • „რიჩარდ სევეჯი“,
  • „ვერნერი ანუ გული და სინათლე“,
  • „პუგაჩოვი“,
  • „ტარტიუფის წინარესახე“,
  • „მეფის ლეიტენანტი“.
  • „ურიელ აკოსტა“.




წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები