აბუსელიძე როინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:56, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როინ აბუსელიძე

აბუსელიძე როინ − (1988), ქართველი პოეტი. დაიბადა ბათუმში, 1988 წლის 25 ივლისს. 2005 წელს დაამთავრა ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის 22-ე სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში (2005-2009).

არის ოთხი პოეტური კრებულის: „ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა“ (2010), „ოცდათვრამეტი და კიდევ სამი ხაზი“ (2012), „ჰოლი“ (2014), „მიწის პოეტის მსხვერპლი“ (2019) ავტორი; არაერთი ანთოლოგიისა და საერთო კრებულის თანაავტორი: „ქართული პოეზიის ანთოლოგია“, „ასი ლექსი“ „ა, ბ, გ, დ“, „მეცხრე ტალღა“, „ა, ბ, გ, დ-2“, „აჭარის პოეტთა ანთოლოგია“ და სხვა.

მისი ლექსები 2010 წლიდან იბეჭდება, როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში.

არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი: კონკურსი „ლექსების გამოფენა“ (2010 წ.), ნ. ბარათაშვილის პრემია (2010 წ.), ზ. გორგილაძის სახელობის პრემია (2013 წ.), ფრ. ხალვაშის სახელობის პრემია (2015 წ.), პრემია ზ. გორგილაძის პოეზიის პოპულარიზაციისათვის (2017 წ.), წინანდლის პრემია (2017 წ.), თბილისის მერიის კონკურსის 2-გზის ლაურეატი (2016-2017 წწ.). დაჯილდოებულია იერუსალიმის პატრიარქის საპატიო ორდენით.

2014-2018 წლებში მისი ლექსები ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, სომხურ, არაბულ და რუსულ ენებზე.

ამჟმად ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლის“ ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზატორია.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები