ტვინის დაზიანება დაკავშირებული ალკოჰოლთან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:32, 4 სექტემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტვინის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლთან - (alcohol-related brain damage) – გენერიული დასახელება, რომელიც მოიცავს მეხსიერების და უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციის ქრონიკულ დაზიანებას, დაკავშირებულს თავის ტვინის შუბლის წილთან ან ლუმბალურ სისტემასთან. ამგვარად, ტერმინი შეიცავს როგორც ამნეზიურ სინდრომს, გამოწვეულს ალკოჰოლით ან სხვა ფსიქოაქტიური საშუალებით (F 10.6), ისე „შუბლის სინდრომს“ (რომელიც შესულია F 10.7), თუმცა, ტერმინი ხშირად გამოიყენება ერთ-ერთი მათგანის არსებობისასაც.

მეხსიერების დაკარგვა ამნეზიური სინდრომის დროს ძირათადად შეეხება მეხსიერებას უახლეს ფაქტებზე (ფიქსაციური ამნეზია). შუბლის წილის დაზიანების დროს ადგილი აქვს დარღვევებს აბსტრაქტულ და კონცეპტუალურ აზროვნებაში, რთული მასალის დაგეგმვასა და დამუშავებაში, სხვა კოგნიტიური ფუნქციები შედარებით უკეთესადაა შენახული, ცნობიერება – უხეში პათოლოგიის გარეშე.

განასხვავებენ ალკოჰოლთან დაკავშირებულ თავის ტვინის დაზიანებასა და ალკოჰოლურ დემენციას. ამ უკანასკნელის დროს ადგილი აქვს კოგნიტიური ფუნქციების უფრო ტოტალურ დარღვევას გარდა ამისა, როგორც წესი, არის სხვა ფაქტორებიც, ისეთები, როგორიცაა თავის ქალას განმეორებითი ტრავმები.




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები