ინარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:31, 2 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინარა – (ხეთ.) ამინდის ღმერთის, თარუს ქალიშვილი. ილუიანქას მითში ინარა ეხმარება ჭექა-ქუხილის ღვთაებას გველეშაპის დამარცხებაში. ინარამ შეიყვარა მოკვდავი კაცი ხუფასია და ერთ მაღალ მთაზე დაასახლა, თან გააფრთხილა: ფანჯრიდან არ გაიხედო, თუ გაიხედავ, შენს ცოლ-შვილს დაინახავო. ხუფასიამ არ დაუჯერა, გაიხედა ფანჯარაში, დაინახა ცოლ-შვილი, მოენატრა ისინი და სახლში მობრუნებულ ინარას შინ გაშვება სთხოვა.