თარუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაროსის ღმერთი ცულითა და ელვით ხელში
>ბაზალტი (დაახ. 850 წ.), წინააზიის მუზეუმი, ბერლინი

თარუ(ხეთ.) ამინდის (ტაროსის) ღმერთის ზოგადი სახელწოდება.

ხეთურ მითოლოგიაში ამინდის ღმერთების რაოდენობა მეტად დიდია. ყველა ადგილს თავისი ტაძრის ღმერთი ჰყავს. მაგრამ მაინც არსებობს ერთი მთავარი ღმერთი ტაროსისა, რომელიც წარმოდგენილია ხარის სახით. მისი ატრიბუტია კვერთხი, როგორც ჭექა-ქუხილის სიმბოლო და ელვა. ხელში ამინდის ღმერთს ხშირად სამსხივიანი კონა უჭირავს, რომელიც ელვის სიმბოლოა. ზოგ შემთხვევაში თარუ მთის ორ ღმერთზეა ამხედრებული.

თარუ ქვეყანას ევლინება ჭექა-ქუხილის, ქარიშხლისა და წვიმის სახით. ამავე დროს ის სახელმწიფოს უმაღლესი ღმერთია და მეუღლე უზენაესი მზის ღვთაებისა, ზეციური და მიწიერი მბრძანებელი და, ამდენად, მსოფლიო წესრიგის დამცველი. თარუს, როგორც „ცის მეფეს“ ეკუთვნის ქვეყანა და ხალხი, რომლებსაც მან თავის მიწიერ მოადგილედ მეფე დაუნიშნა. იგი ეხმარება მეფეს ბრძოლის დროს. ძლიერად იქნევს თავის კვერთხს და ანადგურებს მტერს. ქალაქების დაპყრობის შემდეგ მეფე თარუს უთმობს გავერანებულ ადგილებს ხარების საძოვრად.


თარუს ვაჟიშვილია თელიფინუ და ადგილობრივი ამინდის ღმერთი, ქალიშვილია ინარა. თარუსთვის გაზაფხულის დამდეგს ფურულის დღესასწაულს იხდიან. გაზაფხულს ამთხვევენ მცენარის დღესასწაულსაც და ჭექა-ქუხილის დღესასწაულს.

თარუს, როგორც ამინდის ღმერთის სხვადასხვა სახე განსახიერებულია მის მიერ გამოწვეულ ბუნების მოვლენებში (წვიმა, ჭექა-ქუხილი, ელვა, ღრუბლები).






წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები