შინდიანის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:12, 24 აგვისტო 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინდიანის ხატი - არქიტექტურული ძეგლი დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია (6,25X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (კამარა, სატრიუმფო თაღი, შესასვლელის წირთხლები) აგურია (0,28X0,06 მ) გამოყენებული. ეკლესიის კრამიტის სახურავი, კედლების ზედა ნაწილები და კამარა დაზიანებულია მონგრეულია ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე და სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე ქვის ბრტყელი ზღუდარით გადახურული სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ნიში, საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი ნალისებრი საბჯენი თაღით.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები