შინდიანის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინდიანის ხატი - არქიტექტურული ძეგლი დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,25X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (კამარა, სატრიუმფო თაღი, შესასვლელის წირთხლები) აგურია (0,28X0,06 მ) გამოყენებული. ეკლესიის კრამიტის სახურავი, კედლების ზედა ნაწილები და კამარა დაზიანებულია მონგრეულია ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე და სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხის ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე ქვის ბრტყელი ზღუდარით გადახურული სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ნიში, საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი ნალისებრი საბჯენი თაღით.

მოხატულობა

ეკლესია მოხატული ყოფილა. მხატვრობა გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. ამჟამად შემორჩენილია მხატვრობის უმნიშვნელო ფრაგმენტები: ტახტის ნაწილი და ღვთისმშობლის ფეხი კონქში, ეკლესიის მამები ქვედა რეგისტრში და ყვავილოვანი ორნამენტი აფსიდის მხრებზე; მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტები საკურთხევლის სარკმლისა და სამხრეთ შესასვლელის წირთხლებზე. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-აგურისფერი, ყავისფერი, ლურჯი (ჩაშავებულია).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები