სამშენებლო ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 23 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამშენებლო ბლოკი − ქარხნული წესით დამზადებული კონსტრუქციული ასაწყობი ელემენტი ან ნაკეთობა გამოყენებული მშენებლობაში. მისი სახეობებია: მძიმე ან მსუბუქი ბეტონის, ქაფბეტონის, გაზობეტონის, გაზოსილიკატური, პოლისტირენის, ქაფპოლისტირენის, კერამიკის, არბოლიტის, კლინკერული, კედლის, მოცულობითი, საცხოვრებელი, საყალიბე, საძირკვლის, თბოსაიზოლაციო, თბოეფექტური სხვ. მათ დასამზადებლად გამოიყენება: კვარცის ქვიშა, ხრეში ან ღორღი (ფრაქციით 5-20 მმ), ფოლადის ან მინაპლასტიკის არმატურა, პემზა, წიდა, პორტლანდცემენტი, წყალი და სხვ. ქიმიური დანამატები.