უხრავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ukhravi.PNG

უძრავი Ostrya carpinifolia Scop

მესხ. – უხრავა

უხრავი არყისებრთა ოჯახიდანაა და რცხილას და ჯაგრცხილას მონათესავეა, მაგრამ მათგან განსხვავებით, საქართველოში იშვიათად გვხვდება. ძირითადად ხარობს ცალკეული ხის ან პატარა კორომების სახით, დასავლეთ საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, ტყის ქვედა და შუა სარტყელში. ზოგჯერ ზედა სარტყელშიც გვხდება. ცოცხლობს ას წლამდე. საშუალო სიმაღლის ხეა. სიმაღლეში 24 მ-ს, სიგანეში კი 40 სმ-ს აღწევს. ხშირად ბუჩქის სახითაც გვხვდება. ფოთოლი რცხილის ფოთლის მგავსია, რის გამოც რცხილაფოთოლა უხრავსაც უწოდებენ. ფოთოლი მოკლეყუნწიანია, წაწვეტილი, კიდეები ორმაგ-ხერხისებრ აქვს დაკბილული, ოდნავ ვიწროა რცხილისაზე.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები