სილაკფორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:34, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სილაკფორი – ბგერამშთანთქმელი მასალა, მიღებული ავტოკლავური გამყარებით მსუბუქი აირსილიკატისა და უჯრედოვანი ბეტონისგან. მისგან დამზადებული ფილები გამოიყენება საზოგადოებრივი და საწარმოო შენობების სათავსის კედლებისა და ჭერის დეკორატიული და ბგერამშთანთქმელი მოპირკეთებისათვის, სადაც არის მშრალი ან ნორმალური რეჟიმის გარემო, ჰაერის ფარდობითი ტენიანობით არაუმეტეს 75%.