ვიზირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:55, 25 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიზირი (სამიზნებელი) – ფოტო აპარატის ოპტიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებით ხდება გადასაღები სცენის კადრირება და გადაღების პროცესში ობიექტზე დაკვირვება. არსებობს აგრეთვე არაოპტიკური ვიზირი ე. წ. იკონომეტრი კინოაპარატებზე. ძირითადად გავრცელებულია შემდეგი ტიპის ვიზირები: ტელესკოპური, სარკიანი და უნივერსალური. აგრეთვე არსებობს ვიზირები აპარატის გარეშე. ცალკე გადასაღები კადრის წინასწარ დასადგენად.