ბალინიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 16 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბალინიტი – მერქანფენოვანი ფურცლოვანი პლასტიკის სახეობა, რომელიც მიიღება ქიმიურად გაკეთილშობილებული (მწვავე ნატრში გამოტუტული) და ფენოლფორმალდეჰიდურ ფისში გაჟღენთილი არყის ხის შპონისგან. ფურცლოვანი ბალინიტის სისქეა 1-6 მმ, ფილისებრის – 10-60 მმ. გამოიყენება მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის, აგრეთვე საამორტიზაციო ქვესადებების, მოქნილი შტამპების, ჩარჩოების დასამზადებლად და სხვ.