საყალიბე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 17 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საყალიბე
1. (გეოლოგია) – მყარი, წვრილფორებიანი მსუბუქი ქანი რუხი ან შავი შეფერილობის; ძირითადად შედგება წვრილმარცვლოვანი ოპალისაგან (90%-მდე) ქვიშის შენარევით, თიხის ნაწილაკებით და სხვ. სიმკვრივე 2300-2500კგ/მ3; წყალში არ სველდება. საყალიბე გამოყენებით ახლოსაა დიატომიტთან და ტრეპელთან. სუფთა ქანები ძლიერი ადსორბენტებია;
2. (სამშენებლო) – ჩამომსხმელ საწარმოში – სამარჯვი ხისტი ჩარჩოს სახით (ღია ყუთის), რომელიც ემსახურება საყალიბეში ფორმის მისაცემი ნარევის გამაგრებას ერთჯერადი ქვიშის ფორმების დამზადებისას, ტრანსპორტირებას და შემდეგ გამდნარი ლითონის ჩასხმას ყალიბში. საყალიბეს დასამზადებლად გამოიყენება ფოლადი, თუჯი და ალუმინის შენადნობები.