ფობ-ი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფობ-ი- („Free on Board“-FOB „თავისუფლად გემზე“) - საქონლის გაყიდვის საბაზისო პირობა საზღვაო გადაზიდვისას საერთაშორისო ვაჭრობაში, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი ვალდებულია, თავისი ხარჯით დროულად გადაიტანოს საქონელი იმპორტიორის მიერ დაფრახტულ გემზე და გადასცეს მას კონოსამენტი. საქონლის დაზღვევა იმპორტიორის ვალდებულებებში შედის.