პოლიიზობუტილენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლიიზობუტილენი – სინთეზური პოლიმერი. მაღალმოლეკულური პოლიიზობუტილენი – კაუჩუკისებრი პროდუქტი; დაბალმოლეკულური – ბლანტი სითხე. ახასიათებს ცივდენადობა. მდგრადია ტენის, მჟავებისა და ტუტეების მიმართ. ძირითადად გამოიყენება ელექტრო და ანტიკოროზიულ მასალად (პოლიეთილენთან, პოლისტირენთან ან ნატურალურ კაუჩუკთან ნარევში).