პოლიიზობუტილენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიიზობუტილენი – ელასტიკური სინთეზური თეთრი ან ნაცრისფერი პოლიმერია. მაღალმოლეკულური პოლიიზობუტილენი კაუჩუკისებრი პროდუქტია; დაბალმოლეკულური – ბლანტი სითხე. მიიღება იზობუტილენის პოლიმერიზაციით (პირველად მოახდინა რუსმა მეცნიერმა ა. ბუტლეროვმა 1873 წელს) დაბალ ტემპერატურაზე კატალიზატორის მეშვეობით.

მაღალმოლეკულურ პოლიიზობუტილენს ახასიათებს ქიმიური მდგრადობა და მჟავა, ტუტე და წყალმედეგობა, ცივდენადობა, აგრეთვე დიელექტრიკული თვისებები. თითქმის არ ატარებს აირებს. უარყოფითი თვისებებიდან გამოსაყოფია დაბალი სიმტკიცე და ცოცვადობა. არ იხსნება სპირტებში, კეტონებსა და რთულ ეთერებში, ნაწილობრივ იხსნება ნავთობსა და არომატულ და ქლორირებულ ნახშირწყალბადებში.

იგი წვადი მასალაა (აფეთქების ტემპერატურა – 231°С, აალების ტემპერატურა – 276°С, თვითაალების – 405°С). სამუშაო ზონაში პოლიიზობუტილენის ორთქლის კონცენტრაცია ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/მ3-ს.

ძირითადად გამოიყენება ელექტრო და ანტიკოროზიულ მასალად (პოლიეთილენთან, პოლისტირენთან ან ნატურალურ კაუჩუკთან ნარევში), საპოხი ზეთების გასასქელებლად, კონსისტენტური საპოხი მასალის დასამზადებლად, ლითონის აპარატურის დასაცავად კოროზიისაგან, ფოლადის მილების, სარკინიგზო ცისტერნებისა და მჟავების შესანახი ტევადობების შემონაფენად, როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა, ელექტროკაბელების შესაფუთად და სხვ.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები