პოლიესტერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 13 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლიესტერი – მაღალმოლეკულური ნაერთი, მიღებული მრავალფუძიანი მჟავების ან მათი ანჰიდრიდების პოლიკონდენსაციით მრავალატომიან სპირტებთან. არსებობს პოლიესტერი ბუნებრივი (ქარვა, ხის ფისი, შელაქი) და ხელოვნური (გლიფტალის ფისი, პოლიეთილენტერეფთალატი, პოლიეთერმალეინატი, ოლიეთერკრილატი). პოლიეთილენტერეფთალატის ნალღობისაგან მიიღება სინთეზური ბოჭკო, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქსოვილების, ბეწვეულის, ბაგირების დასამზადებლად, ავტომობილის საბურავების დასაარმირებლად, თბოსაიზოლაციო მასალად და სხვ. მისი სავაჭრო მარკებია: ლავსანი, ტერილენი, დაკრონი, ტეტერონი, ტერგალი, ტესილი. პოლიესტერით დამზადებული ქსოვილები შეუცვლელი მასალაა პნევმატიკური კონსტრუქციების საწარმოებლად.