შინტომი-ძა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 16 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შინტომი-ძა – ევროპულ ყაიდაზე რეკონსტრუირებული კაბუკის თეატრი იაპონიაში. გაიხსნა 1878 წ. მსახიობისა და თეატრალური მოღვაწის, მოშიტა კანია XII-ის მიერ. სახელი ეწოდა ადგილის მიხედვით. თეატრმა უარი თქვა თეატრის მოწყობის ძველ ტრადიციებზე. პარტერში სკამები დადგეს, მაყურებელთა დარბაზი გადაკეთდა ევროპული სტანდარტების მიხედვით, მსახიობებმა ჩაიცვეს ევროპული სამოსი, პერანგები და ფრაკები.