გლოსა
გლოსა – (ბერძნ. glossa – ენა, მეტყგელება), გაუგებარი, მოძველებული სიტყეის, გამოთქმის თარგმანი ან განმარტება, რომელსაც ბერძენი და რომაელი მთარგმნელები თუ კომენტატორები ურთაედნენ განსამარტავ სიტყვას (ჩვეულებრიე, სტრიქონებს შორის ან ტექსტის აშიებზე). თავდაპირველად გლოსა ეწოდებოდა თვით განსამარტავ სიტყვას. გლოსბის გამოყენება დაიწყეს საბერძნეთში ჰომეროსის პოემების შესწავლისას, შემდეგ კი ეს ხერხი გამოიყენეს (სხვა ევროპულ ენებშიც) ბიბლიის და, საერთოდ, საღვთისმეტყველო, აგრეთვე იურიდიული ტექსტების განმარტება-კომენტირებისას.
გლოსების დართვა ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ხასიათის ძველ ქართულ წერილობით ძეგლებშიც. მაგ: უძველეს ქართულ ტექსტებში გამოყენებული სიტყვა „ძნობა“ გიორგი მთაწმიდელისეულ თარგმანში ჩანაცვლებულია სიტყვით „სახიობა“, რომელსაც განმარტებისათვის გლოსად ახლავს სიტყვა „გალობა“ (ი. აბულაძე).
ი. ქერქაძე.
ლიტერატურა
აბულაძე ი., ძველი ქართულის ლექსიკიდან. – «იკე», XII, თბ–1960.