ზმნიზედა
ზმნიზედა – ზმნისართი, დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე სიტყეა, რომელიც განსაზღვრავს ზმნით (აგრეთვე სახელზმნით) გამოხატულ მოქმედებას. ზმნიზედას ზმნის ამხსნელ სიტყვას უწოდებენ (ა. შანიძე).
ფორმის მიხედვით გამოიყოფა:
ა) პირველადი (ძირეული) ზმნიზედები: აქ(ა), იქ(ა), სად(ა), წინ(ა), შინ(ა), აწ, ხვალ… ეს ზმნიზედები მარტივი ფუძისანი არიან, თუმცა ზოგჯერ შეიცავენ დამოკიდებულების აღმნიშვნელ აფიქსებსაც (აქეთ, იქით, ზევით). ზოგიერთი მათგანის ანალიზით (აქ(ა), იქ(ი)…) გამოვლენილია ზმნიზედის კავშირი ნაცვალსახელურ ძირებთან (ქ. ლომთათიძე, ბ. ფოჩხუა, გ. შალამბერიძე).
ბ) ნაწარმოები ზმნიზედები უმეტესად სახელისაგან, კერძოდ, სახელის რომელიმე ბრუნვის ფორმისაგან იწარმოებიან. მაგ., გაქვავებული მიცემითის ფორმებია: ძირს, ახლოს, შორს, საღამოს, დილას, დღეს,
წელს… გვაქეს -ში, -ზე თანდებულიანი მიცემითის ფორმებიც (რომლებსაც სადაობითს უწოდებენ): შუაში/შუაზე, ბოლოში, განზე, გვერდზე… ნათესაობითი ბრუნვის ფორმა აქეთ შემდეგ ზმნიზედებს: -გზის (ერთგზის, სამგზის და სხვ.); მარადის (← მარად-დღის) || მარად, წუხელის (შეკვეცით: წუხელ)…
გვაქვს მოქმედებითი ბრუნვის ფორმიდან მომდინარე ზმნიზედები:
ა) უთანდებულო მოქმედებითიდან – წინათ (← წინაჲთ); გარეთ (← გარეჲთ); უნებლიეთ (← უნებლიეჲთ); და სხე.
ბ) თანდებულიანი მოქმედებითიდან: თავიდან, შიგნიდან, ქვევიდან და სხვ.
ვითარებითი ბრუნვის ფორმით წარმოდგენილია შემდეგი ზმნიზედები:
ა) სრული ფორმით – ცერად, ალმაცერად, ანაზდად, უეცრად, უბრად…
ბ) ნაწილობრივი შეკვეცით: ჩქარა (← ჩქარად); ნელა
(← ნელად); მაღლა (← მაღლად)…
ბ) თანდებულის დართვით: სანამდე/სადამდე, აქამდე, მანამდე…
ზმნიზედად შეიძლება გამოყენებული იყოს სახელის ფუძე. მაგ., ღამე („ავადმყოფს ღამე სრულებით არ ეძინა“) || ღამით… უფრო ხშირია სახელთა გაორკეცებული ფუძეების გამოყენება ზმნიზედად: ხევგ-ხევ, სოფელ-სოფელ, ლუკმა-ლუკმა…
გამოყოფენ ე. წ საკუთარი წარმოების ზმნიზედებსაც. მაწარმოებლებად გამოყოფილია: -ივ (ოდინდელი ბრუნვის ნიშანი): მარჯვნივ, მარცხნივ, ირგვლივ, დაუყოვნებლივ… -რე: აგრე (მაგრე, ეგრე), მეტადრე… -შე: წინაშე, -მო: ზეგარდმო და სხვ.
ზოგიერთი ზმნიზედა გვხვდება სხვადასხვა ბრუნვის ფორმით (შორს, შორის, შორით, შორად)… მსგავსი შემთხვევები ცხადყოფს, რომ ზმნიზედად გამოყენებული სიტყვების ბრუნვაში მართვა ისტორიული ფაქტია. ზოგი მკვლევარი ზმნიზედას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ბრუნეის ფორმა მოეპოვება, ნაკლული პარადიგმის მქონე ფორმაცვალებად სიტყვათა რიგში განიხილავს (ბ. ჯორბენაძე).