თანამდევრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:09, 9 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამდევრობაზმნის კატეგორია, რომელიც აღნიშნავს, თუ როგორია დროული მიმართება ორ მოქმედებას შორის. თანამდევრობა ახლოს არის დროის კატეგორიასთან, მაგრამ დრო მოქმედებას აფასებს უბნობის მომენტის მიხედვით, თანამდევრობა კი – ორი მოქმედების ერთმანეთთან შეფარდების მიხედვით. დროისათვის ერთი მოქმედებაა საჭირო, თანამდევრობისთვის – ორი, რომელთაგან შეიძლება ერთი იგულისხმებოდეს. თანამდევრობის ფორმები ქართულში სამგვარია: ერთდროულობა, უწინარესობა, შემდგომობა.

ერთდროულია ზმნის ფორმა, როდესაც გვიჩვენებს, რომ ერთი მოქმედება სხვა დასახელებულ (ან ნაგულისხმევ) მოქმედებასთან ერთად ხდებოდა. იგი გამოიხატება მხოლოდ წარსულში, განსაკუთრებული მწკრიეი არ აქეს, გადმოიცემა უწყვეტლის ფორმით: ამხანაგი რომ შემოვიდა, ვთამაშობდი… (იხ. აბსოლუტი)

უწინარესია ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ დასახელებული მოქმედება წინ უსწრებს მეორეს. იგი გადმოიცემა II თურმეობითის ფორმით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები