თანამდევრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანამდევრობაზმნის კატეგორია, რომელიც აღნიშნავს, თუ როგორია დროული მიმართება ორ მოქმედებას შორის. თანამდევრობა ახლოს არის დროის კატეგორიასთან, მაგრამ დრო მოქმედებას აფასებს უბნობის მომენტის მიხედვით, თანამდევრობა კი – ორი მოქმედების ერთმანეთთან შეფარდების მიხედვით. დროისათვის ერთი მოქმედებაა საჭირო, თანამდევრობისთვის – ორი, რომელთაგან შეიძლება ერთი იგულისხმებოდეს. თანამდევრობის ფორმები ქართულში სამგვარია: ერთდროულობა, უწინარესობა, შემდგომობა.

ერთდროულია ზმნის ფორმა, როდესაც გვიჩვენებს, რომ ერთი მოქმედება სხვა დასახელებულ (ან ნაგულისხმევ) მოქმედებასთან ერთად ხდებოდა. იგი გამოიხატება მხოლოდ წარსულში, განსაკუთრებული მწკრივი არ აქეს, გადმოიცემა უწყვეტლის ფორმით: ამხანაგი რომ შემოვიდა, ვთამაშობდი… (იხ. აბსოლუტი)

უწინარესია ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, რომ დასახელებული მოქმედება წინ უსწრებს მეორეს. იგი გადმოიცემა II თურმეობითის ფორმით.

შემდგომია ზმნის ფორმა, რომლით აღნიშნული მოქმედება მოსდევს დასახელებულ (ან ნაგულისხმევ) მოქმედებას. იგი გადმოიცემა წყვეტილით.

საერთოდ, უწინარესობა და შემდგომობა ერთმანეთთან კავშირში მოიაზრება და შესაძლებელია წარსულსა და მომავალში. ქართულში კი უწინარესობა და შემდგომობა, ისევე როგორც ერთდროულობა, გამოიხატება მხოლოდ წარსულში: მონადირემ დაინახა ჯიხვი, რომელსაც ვარჯიში მოსწყენოდა (მოსწყენოდა – უწინ, დაინახა – შემდეგ).

ნ. ლოლაძე


ლიტერატურა

შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I მორფოლოგია, თბ., 1953.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები