საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 15 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა – ლექსთმცოდნეობაში ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით საერთო-ქართველურ დონეზე აღდგენილი სალექსო სისტემა. ქართველურ ენებში ფოლკლორული ვერსიფიკაციული მოდელების კომპარატივისტული კვლევის შედეგად საერთო-ქართველური ეპოქისათვის შეიძლება აღდგენილ იქნას ორი ვერსიფიკაციული სისტემა:
1. ლირიკული (ლაპიდარული) ლექსი და
2. ეპიკური (ნარატიული) ლექსი.
ამასთანაეე, თითოეულისათვის ხერხდება როგორც ლექსის რიტმული, ისე მისი კომპოზიციური ორგანიზაციის რეკონსტრუქცია.

1. საერთო-ქართველურ დონეზე აღდგება ლირიული ლექსის რიტმული ორგანიზაციის A ≤ B ტიპი, თავისი ვარიანტული მოდელებით – იზომეტრული (იზოსილაბური) ვარიანტით A = B („ფერი ფერსა / მადლი ღმერთსა“) და ჰეტერომეტრული (ჰეტეროსილაბური) ვარიანტით A < B („სიბერე / ჭირთა სიბევრე“). არათანაბარმარცელიან (ჰეტერომეტრულ, ჰეტეროსილაბურ) ორსტრიქონედს ლექსად აქცევს იდენტური სარითმო კლაუზულა.

სისტემის ანალიზიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ საერთო-ქართეელური ლირიკული ლექსისათვის A < B ფორმულა იყო რელევანტური, A = B კი – ჭარბი, მაგრამ რეალიზებული, რიტმული ორგანიზაციის A < B ფორმულის რეალიზაციაა ორზე მეტ სტრიქონიანი ვარიანტები.

საერთო-ქართველური ლირიკული ლექსი იმთავითვე წარმოგვიდგება როგორც რითმიანი ლექსი. ლექსის რითმა შეიძლება ასე ჩაიწეროს: r,(≥ k1), r2.(≥ k2)…, r3 (≥ k3) € Rl. სადღაც რითმა (R) არის სტრუქტურა, შედგენილი r სარითმო ერთეულებისაგან, რომლებიც მიმართებაში არიან სარითმო კლაუზულასთან (K): r=K ან r>K, ხოლო K1≈K2≈K3. საერთო-ქართველური ლირიკული ლექსის რითმისათვის r≥K მარკერი რელევანტურია და ამით ის უპირისპირდება ეპიკურ ლექსში სტრიქონის ბოლოს წარმოქმნილ რითმას. საერთო-ქართველური ლირიკული ლექსი მონორითმზეა აგებული, რომლის რაოდენობაც განსაზღვრავს სტროფიკას.

ქართველურ ენათა პოეტური ფოლკლორის შედარებითი ანალიზი საფუძველს იძლევა საერთო-ქართველერი დონის რამდენიმე ჟანრობრივი მოდელის რეკონსტრუქციისათვისაც. ლირიკული ლექსისთვის ერთ-ერთი ასეთი მოდელი არის კაფია (ექსპრომტული ხასიათის მონორითმიანი დიალოგური ლექსი).

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები