სტილოსტატისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:51, 22 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტილოსტატისტიკა – სტატისტიკური სტილისტიკა, სტილისტიკის ნაწილი. მათემატიკური სტატისტიკისა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ალბათობათა თეორიის მეთოდებით იკვლევს სტილისტიკურ მონაცემებს. აღნიშნულ მეთოდებს იყენებენ შეპირისპირებითსა და ფუნქციურ სტილისტიკაში, უფრო ხშირად – მხატვრული ტექსტის ანალიზისას. სტილოსტატისტიკა ძირითადად ეხება სტილისტიკური ანალიზის კრიტერიუმების დადგენისა და ინდივიდუალური სტილის (იდიოსტილის) პრობლემატიკას, რასაც პრაქტიკული მიზანიც შეიძლება ჰქონდეს, კერძოდ, ანონიმური და ფსევდონიმური ნაწარმოებების ავტორობის დადგენა (ატრიბუცია), ტექსტების დათარიღება, ფუნქციურ სტილთა დიფერენციაციის დასაბუთება და სხვ.

გ· კვარაცხელია



ლიტერატურა

  • აბულაძე ლ. ვაჟა-ფშაველას მხატერული პროზის ლექსიკის სტატისტიკური ანალიზი. – თანამედროვე ზოგადი და მათემატიკური ენათმეცნიერების საკითხები, I, თბ. 1966;
  • კვარაცხელია გ. სტატისტიკური მეთოღებით ლექსიკის სტილისტიკურ-შედარებითი კვლევა. – იქვე. II თბ., 1967;
  • მისივე, ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა, თბ., I990;
  • მისივე, მხატვრული ენის შესწაელის ლინგვისტური ასპექტები, თბ., 1995.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები