ქურთული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:34, 12 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქურთული ენა − განეკუთვნება ირანულ ენათა დასავლურ ჯგუფს. ქურთები ცხოვრობენ ირანში, თურქეთში, ერაყში, ავღანეთში და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 10254 ათ. აქედან საქართველოში 26 ათ. (1978 წ. აღწერა). მომთაბარე ქურთული ტომები საქართველოში გამოჩნდნენ XVI ს-ში, ძირითადი მასა კი ჩამოსახილლდა თურქეთიდან 1918-20, თურქების მხრიდან შევიწროვების გამო. ქურთული მოსახლეობა ცხოვრობს ძირითადად თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, მცირე ნაწილი კახეთში.

ქურთული ენის დიალექტებია: დასავლური – კურმანჯი და აღმოსავლური – სორანი. ქურთული ლიტერატურა ვითარდებოდა ორივე დიალექტზე. ქურთული ენას აქვს 9 ხმოვანი და 30 თანხმოვანი. ახასიათებს ძლიერი მახვილი, ჩვეულებრივ სიტყვის უკანასკნელ მარცვალზე. სახელებს აქვთ შემდეგი კატეგორიები: სქესის (მდედრობითი და მამრობითი), ბრუნვის (გარჩეულია 3 ბრუნვა), რიცხვის (მხოლობითი და მრაავლოითი სახელობით ბრუნვის ფორმებში არ არის გარჩეული სქესი და რიცხეი. ქურთული ენა განასხვავებს განსაზღვრულ და განუსასღერელ არტიკლს. ზმნას აქვს ორი ტიპის უღლება: სუბიექტური და ობიექტური, დროის ფორმა (ექვსია). აწმყო დროში ჰირი არ გაირჩევა.

საქართველოში მცხოვრები ქურთების ლიტერატურის ჩამოყალიბება იწყება XX ს. 50-იანი წლებიდან. გამოსულია ქურთ პოეტთა ლექსების კრებულები ქართულ ენაზე.

შ. კოტეტიშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები