მარიამულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:37, 4 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარიამულა – პატარა მდინარე უკანა ფშავში. ამ მდინარეს უკვდავი სტრიქონები უძღვნა ანა კალანდაძემ:

„ჩაჩუმდა მარიამულა,
არაგვი რად არ იძინებს?
უთხის გორს შორი ვარსკვლავი
ციმციმებს, ქრება, ციმციმებს“…

მდინარის სახელწოდება საერთო ქართული ტოპონიმია-ჰიდრონიმიისათვის დამახასიათებელი –ურა სუფიქსით არის გაფორმებული. ამ შემთხვევაში –ურა მაწარმოებელი დისიმილაციის ძალით –ულა სუფიქსად ქცეულა, მაგრამ სახელწოდებას ამით სხვა მნიშვნელობა, ბუნებრივია, არ შეუძენია.

ჰიდრონიმი მარიამულა, ჩვენი ფიქრით, უნდა მომდინარეობდეს, არა კონკრეტული პირის საკუთარი სახელისაგან (მარიამი), არამედ ხატის, სალოცავის (მარიამობა) სახელწოდებისაგან. მაშასადამე მარიამულა ნიშნავს: „ხევი, რომელიც ჩამოუდის მარიამობის ხატს“; „მარიამწმინდის ხევი“

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი[[კატეგორია:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები