გელსუნდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:13, 19 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გელსუნდა – ნასოფლარი ჯავახეთში, სოფელ ხერთვისთან ახლოს. ადგილობრივ შეიძლება ხშირად გაიგონოთ ტოპონიმ გელსუნდას გადააზრიანებული ვარიანტი – გულსუნდა – ე.ი. გულს სურს, გულისთვის სასურველი (ადგილი). მაგრამ ადგილობრივი ხალხური ლექსის მიხედვით გულსუნდა სულაც არ ყოფილა სანატრელი, სიკეთით სავსე სოფელი. ხალხური მთქმელი აშკარად წუხს აქაური მიწის მოუსავლიანობისა და სიმწირის გამო:

„გელსუნდისა მოსავალი ვარიაში ჩავყარეო,
სათესლე ზედ დავაყარე, ნახეგრად ვერ მოვყარეო“

გულსუნდა, ჩვენი ფიქრით, ქართული „ტბა-წუნდის" (წუნდის ტბა) თურქიზებული ფორმა უნდა იყოს: გელ (гел) „ტბა“, სუნდა – „წუნდა“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები