ჩამძვრალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:33, 20 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩამძვრალა – სოფელი საქართველოში, ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ვაჩიანის თემში. მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მურჯახეთისწყლის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1720 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალქალაქიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.

ადგილობრივ ხალხურ გადმოცემებს შემოუნახავს საინტერესო თქმულება, რომლის მიხედვითაც ეს სოფელი დიდი ხნის წინათ ძლიერ მიწისძვრას უფსკრულში ჩაუქცევია, თან ჩაუტანია, რის გამოც მისთვის ჩამძვრალა უწოდებიათო, სინამდვილეში ჩამძვრალა ჩვეულებრივი ოროგრაფიული ტერმინია. იგი მიგვანიშნებს -იმაზე, რომ სოფელი ჩავარდნილ, ჩოლედ ადგილში ყოფილა გაშენებული.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები