გორთუბანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 29 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გორთუბანი, ღორთუბანი, ელიკანი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ახალციხის ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1460-1540 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 12 კმ მანძილზე, ჭეჭლას თემში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 139, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი(2002). რთული სიტყვისაგან შედგენილი ტოპონიმია. მაწარმოებელია სიტყვა „უბანი”, ხოლო სიტყვა „გორთ” მრავლობითშია მოცემული.