ახჩია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 24 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ახჩია – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (შუა სს.) ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის სამხრეთ-დასავლეთით 8 კმ მანძილზე, ნასოფლარ ახჩიის განაპირას. ფრიალო კლდის ძირას შემორჩენილია ერთნავიანი ეკლესია. ნაგებია ბაზალტითა და კირის დუღაბით. ტრაპეზის ქვასა და სარკმლის თავზე ამოკვეთილია ტოლმკლავა ბოლოებგაფართოებული ჯვარი.