გაზელი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:06, 18 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაზელი – ეთაყვანებოდნენ მესამე ზემოეგვიპტურ ნომში, როგორც ქალღმერთ ანუკეტის საკრალურ ცხოველს. კოპტოსში, სადაც ის ისიდასთან იყო დაკავშირებული, ელიანეს თანახმად, თეთრ გაზელს ეთაყვანებოდნენ. XI დინასტიის წარწერის თანახმად, გაზელმა სამტეხლოებისაკენ გზა გაუკვლია ექსპედიციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვეზირი ამონემხატი, მომავალი ფარაონი ამონემხატ I.