რელიეფური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რელიეფური რუკასპეციალური რუკები ადგილმდებარეობის რელიეფის მოცულობითი გამოსახულებით. განკუთვნილია გადაწყვეტილების მიღებისა და ურთიერთქმედების ორგანიზების დროს ადგილმდებარეობის რელიეფის შესწავლისა და შეფასებისათვის. მზადდება სასაზღვრო და სხვა რუკების საფუძველზე მასშტაბით 1:500000 და 1:1000000, ცალკეულ რაიონებზე – 1:200000. რელიეფის წარმოსახვის მეტი თვალსაჩინოებისათვის ვერტიკალურ მასშტაბს ყოველთვის ჰორიზონტალურზე უფრო მსხვილს იღებენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები