სპეციალური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპეციალური რუკა - ზოგადგეოგრაფიული ან თემატიკური რუკები, რომლებიც განკუთვნილია გარკვეული სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად.
სამხედრო საქმეში - საომარი მოქმედების თეატრის შესწავლისთვის, ჯარების მართვისათვის, ავიაციის ფრენისა და ხომალდის მართვის სანავიგაციო უზრუნველყოფისთვის. სპეციალური რუკების შექმნა და სრულყოფა ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფის ძირითადი ნაწილია.
სპეციალური რუკებს განეკუთვნება მიმოხილვით-გეოგრაფიული, საავიაციო, კოსმოსურ-სანავიგაციო, საზღვაო, რელიეფური, გრავიმეტრიული, მიმოსვლის გზების, გეოდეზიური მონაცემების, საჰაერო თავდაცვის ბადიანი, სადაზვერვო, ადგილდებარეობის, მდინარეების მონაკვეთების, მთის გადასასვლელებისა და უღელტეხილების რუკები, აგრეთვე ქალაქების გეგმები.