საოპერო სტუდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:10, 9 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საოპერო სტუდია – დაარსდა 1952 თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრასთან (ხელმძღვანელი გ. კილაძე). სტუდიამ აღზარდა ცნობილ ქართველ მომღერალთა რამდენიმე თაობა. დადგა ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“; პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“; შ. გუნოს „ფაუსტი“; ჯ. ვერდის „ტრავიატა“; ჯ. როსინის„სევილიელი დალაქი“; ჟ. ბიზეს „მარგალიტის მაძიებლები“; გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“; ს. რახმანინოვის „ალეკო“; ჯ. გერშვინის „პორგი და ბესი“ და სხვ.