ჩუბინიშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:31, 19 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გიორგი ჩუბინიშვილი – (13 მაისი 1889, თბილისი – 11 ოქტომბერი 1945, იქვე), ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი). ეროვნული ვოკალური ლირიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
მუსიკალური განათლებას ეზიარა ზ. ფალიაშვილისა და ა. ყარაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, მღეროდა ი. რატილის გუნდში. ჩუბინიშვილის პირველი რომანსია რა ტურფა, „რა ლამაზია“ (ვაჟა-ფშაველას ლექსის მიხედვით, 1914). მისი საუკეთესო ნაწარმოებებია: „ქალო გნახე ფეხშიშველი“, „ხმა გულისა“, „სევდა“, „მუხამბაზი“ (ვაჟა-ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის ლექსებზე), რომლებიც დღესაც წარმატებით სრულდება. 2001 გამოვიდა გ. ჩუბინიშვილის რომანსებისა და სიმღერების ახალი კრებული.