ალი ფაშამ გვიღალატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:04, 16 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალი ფაშამ გვიღალატა - ქართული ხალხური (გურული) სიმღერა.
იგი პოლიფონიური საგუნდო შემოქმედების კლასიკური ნიმუშია, ფართოდ განვითარებული მელოდიით, მდიდარი რიტმით, სამივე ხმის კონტრაპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკით. სიმღერაში ასახულია ალი ფაშას (თავდგირიძის) ღალატის ამბავი, 1877-78 რუსეთ-ოსმალეთის ომის ერთი ეპიზოდი.
ალი-ფაშა რეალური პიროვნება იყო. ყირიმის ომის შემდეგ ქობულეთის ფაშობა მიიღო და ოსმალეთის მხარეს იბრძოდა. სიმღერის ტექსტს ერთი ვარიანტი არ გააჩნია, ზოგიერთ ტექსტში შეცვლილია ისტორიული ფაქტები.