ხუროძე ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია ხუროძე − 26 აპრილი. 1925, ქუთაისი – 8 იანვარი 2005, თბილისი), ქართველი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984).

1948 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (კლარნეტისა და მუსიკის თეორიის განხრით), 1952 მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა (ნ. ანოსოვის სადირიჟორო კლასი). ხუროძე 1946-48 მუშაობდა სიმფონიურ ორკესტრში როგორც კლარნეტისტი. 1952-54 იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორ-ასისტენტი, 1959-73 მთავარი დირიჟორი. 1952-58 და 1978-იდან იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორია. პარალელურად 1954- 59 ხუროძე საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრის მთ. დირიჟორი იყო, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში (1976-იდან პროფ.). ხუროძის რეპერტუარი შეიცავდა მსოფლიო მუსიკალური კლასიკის მრავალ ნიმუშს. იგი ქართველი კოპოზიტორების ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია. ავტორია წიგნების: „შ. მშველიძის „ზვიადაურის“ საშემსრულებლო ექსპოზიცია“ (1978) და „სიმფონიურ სამყაროში“ (1999)


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები