ჭკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:03, 15 ივნისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭკა

ჭკა (ლათ. Corvus monedula Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჭკა საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 210-250 მმ-ია, კუდი 125-140 მმ, ნისკარტი (ნესტოებიდან) – 20-25 მმ, წონა – 200-260 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზემოდან შავია თავზე, კუდზე და ფრთებზე მეწამულ-ლურჯი ელვარებით. ზურგზე რუხი ელფერით; კისერი ზემოდან და გვერდებიდან მონაცრისფრო-რუხია, ხოლო ლოყები და ყურების მფარავები რუხი. ყელი და ჩიჩახვი შავია. დანარჩენი ქვემო მხარე–ნაცრისფერ-რუხი, მოშავო ელფერით. ნისკარტი და ფეხებიც შავია.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭკა – C. m. monedula Linn., 1758.

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას; ევროპისა და აზიის უმეტეს ნაწილს, დასავლეთით ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე. ჩრდილოეთით – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო ფინეთში მე-60 პარალელებამდე, ჩრდილოეთი დვინისა და პეჩორის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, კრასნოიარსკამდე; სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპაში, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე, ირანში, ავღანეთში, ქაშმირში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში და იაპონიაში. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გა- დამფრენია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – მობინადრე ან მომთაბარე. ამასთან ჩრდილოეთის პოპულაციები იზამთრებენ არეალის სამხრეთ ნაწილში. საქარ- თველოში მოიპოვება როგორც მობუდარი ფრინველი აღმოსავლეთ რაიონებ- ში, ხოლო როგორც მოზამთრე – დასავლეთში. ბ ი ო ტ ო პ ი. ბინადრობს მეტწილად კულტურულ ლანდშაფტში, მდი- ნარეთა ხეობებში, ტყეებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, ძველ სამრეკლო- ებზე, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში. გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. ბუდობს ხის ფუღუროებში, ზოგჯერ სოროში, გამო- ქვაბულში, კლდის ნაპრალებში, ხიდების ქვეშ, ძველ შენობათა ნანგრევებში. აპრილში დებს 4 7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20 დღემდე გრძელ- დება. – კ ვ ე ბ ა. ჭკას საკვები მეტად ნაირგვარია. მათ შორის უმთავრესია უხერ- ხემლო ცხოველები – მწერები, ჭიები, მოლუსკები. ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად პოულობს და ჭამს ნაირგვარ ნარჩენებს, ნაყანევში ჩაცვე- ნილ თესლებს, ბოსტანში – დამპალ ბოსტნეულს; ზოგჯერ ჭამს პატარა ზომის ხერხემლიანებსაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე ბოსტნეულის შეჭმით – ზარალი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები