რითმა
რითმა – (ბერძნ. rhythmos – თანაშეზომილება, შეთანხმება), ლექსის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ერთი და იმავე ან მსგავს ბგერათა კომპლექსების კანონზომიერი განმეორება სალექსო ტაეპების ან მუხლების ბოლოს, ზოგჯერ დასაწყისშიც. რითმა ლექსის ბგერითი სისტემის ბგერწყობის, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც, ამავე დროს, რიტმულ ერთეულებსაც აკავშირებსს ერთმანეთთან, ე. ი, გარკვეულ კომპოზიციურ ფუნქციასაც ასრულებს. რითმა არ არის ლექსი აუცილებელი კომპონენტი (მაგ. ანტიკური ლექსი ურითმო იყო; ამჟამადაც არსებობს ლექსის ურითმო სახეობა), მაგრამ შუა საუკუნეებიდან იგი ლექსის დიდმნიშვნელოვან მხატვრულ-გამომსახველობით ხერხად იქცა.
რითმის ძირითად სახეობათაგან აღსანიშნავია:
1. ბგერითი შედგენილობის მიხედვით:
ზუსტი და არაზუსტი რითმა. ზუსტი რითმა სარითმო ერთეულების სრულ იგივეობას გულისხმობს (მხარეში — სიმწუხარეში). ზუსტი რითმის ყველაზე სრული სახეა მაჯამა. არაზუსტ რითმაში სარითმო ერთეულები მთლიანად არ ემთხვევიან ერთმანეთს.
არაზუსტი რითმების სახეებია:
ა) ასონანსი
ბ) კონსონანსი,
გ) დისონანსი
დ) არათანაბარმარცვლიანი ან არათანაბარმახვილიანი რითმა. როცა ერთი სარითმო ერთეული უგრძესია მეორეზე (ყურს — ფანდურს).
2. მარცვალთა რაოდენობის მიხედვით:
ა) ერთმარცვლიანი, ანუ ვაჟური რითმა (კვლავ — მკლავ)
ბ) ორმარცვგლიანი, ანუ ქალური რითმა (ბური — პური)
გ) დაქტილური რითმა (ტკბილისა — ალბილისა)
დ) ზედაქტილური რითმა (დაიფერა — დაიბერა).
3. ადგილმდებარეობის მიხედვით:
ა) გარეგანი რითმა, როცა გარითმულია ტაეპთა ბოლოები:
- ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
- სიო, სარკბლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
- (გ. ტაბიძე).
- ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
ბ) შინაგანი რითმა – მუხლების ან ტერფების გარითმვა:
- თამარ! შენ გიძნობ, ასულად გიცნობ: მზე დაუვალი,
- შეუქმომფინარი!
- შეუქმომფინარი!
- (ჩახრუხაძე)
- თამარ! შენ გიძნობ, ასულად გიცნობ: მზე დაუვალი,
შინაგანი რითმა განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო კლასიკური ხანის ქართული სახოტბო პოეზიისა და ბესიკის შემოქმედებისათვის.
გ) შინაგან-გარეგანი რითმა – ტაეპში შემავალი ტერფებისა და მუხლების შერითმვა ტაეპის ბოლოსთან, ე. ი. შინაგანი რითმის შერწყმა გარეგანთან.
- აჰხადეო ბადეო, თვალთა მიეც, ანდეო,
- სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ გიყვარდეო
დ) თავრითმა, როცა გარითმულია ტაეპთა დასაწყისი.
- რბილად მითხრიან სამარეს,
- ტკბილად მიმღერენ ზარსაო.
- (აკაკი)
თავრითმა საერთოდ იშვიათია.
4. გარითმვის ხერხების მიხედვით:
ა) ინტერვალიანი რითმა (abcb):
- დამისხი, დამალევინე
- ეს ღვინო ოხერ-ტიალი,
- ეგება წაღმა ვიფიქრო
- ქვეყნის უკუღმა ტრიალი.
- (ვაჟა)
ბ) ჯვარედინი რითმა (abab):
- არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!
- მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
- ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
- ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
- (ილია)
გ) მოსაზღვრე რითმა (aabb):
- ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი,
- მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
- qროლეით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს,
- ასე ჩუმი, ასე წყნარი ჯერ ცა მე არ მახსოვს,
- (გ. ტაბიძე)
დ) რკალური რითმა (abba):
- მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
- თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით,
- ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
- დამტოვა და ღრუბლებს გაჰყეა ცადა.
- (ა. კალანდაძე).
5. აგებულების მიხედვით:
ა) შედგენილი რითმა, როცა გარითმულია რამდენიმე სიტყვა (რაც არი — ნაცარი)
ბ) შეთავსებული რითმა, როცა რითმის ერთი თანაწევრი მთლიანად შედის მეორის შემადგენლობაში (ტივები — ნეგატივები)
6. ჯერადობის მიხედვით:
ა) ორჯერადი რითმა (aa),
ბ) სამჯერადი რითმა (aaba)
- მისთეის გიდებ უბეში,
- გალბობ ცრემლის გუბეში,
- ამისრულო, რაც მითხრეს,
- თუ ხარ ჩემი ნუგეში.
- (აკაკი)
- მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!
- მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი.
- ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი,
- ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!
გ) ოთხჯერადი, როცა გარეგანი რითმით გაწყობილია ოთხმარცვლიანი სტროფის ყველა ტაეპი („ვეფხისტყაოსანი“).
დ) მრავალჯერადი, როცა ლექსი ერთ რითმაზეა აგებული (მაგ. აკაკის „გორი“).