სერეხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:13, 10 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარაონ ჯეტის სერეხი
სერეხი – გაერთიანებული ეგვიპტის პირველივე ფარაონები უკვე „ხორებად“ იყვნენ წარმოდგენილი. მათი სახელები თავსდებოდა არქაული სასახლის სქემატური ნახატის შიგნით (ე.წ. „სერეხში“, ეგვ. srh), რომლის თავზეც ჩვეულებრივ ხორის ფიგურა იყო წარმოდგენილი. ეს სამი ელემენტი (ხორის და სასახლის გამოსახულებები და ფარაონის სახელი) მთლიანობაში წარმოგვიდგება, როგორც იეროგლიფი, რომელიც იკითხება: „მეფობის (ხორის) ღვთაებრივი ძალის ინკარნაციას წარმოადგენს პიროვნება, რომელიც სასახლეშია“.