ჯეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯეტი – (ასევე უადი, დაახლ. ჩვ.წ.-მდე XXXს.), პირველი დინასტიის ფარაონი. მეფობდა ჯერის შემდეგ.

დასავლეთ უდაბნოში, ედფუს სამხრეთით, ნაპოვნია კლდის წარწერა ჯეტის სერეხით. სერეხზე მოთავსებულ ხორს ადგას ეგვიპტის ორმაგი გვირგვინი. თუ გამოსახულება სწორად არის წაკითხული, ეს ეგვიპტის ორმაგი გვირგვინის უძველესი გამოსახულებაა. სავარაუდოდ, მისი მეფობა არ იყო ხანგრძლივი, რადგან დაფიქსირებულია მაღალი რანგის მოხელე (სახელად ამკა), რომელიც მოღვაწეობდა ჯერის მეფობის დროს, შემდეგ ჯეტის, და ასევე ჯეტის მემკვიდრის, დენის მეფობის დასაწყისში, დედოფალ მერ-ნეიტის რეგენტობის პერიოდში. ჯერის მეფობიდან შემოინახა ფარაონის მოსახსენიებელი სტელა, მოძიებული მის აბიდოსის სამარხთან, რომელიც დღეს ლუვრში იმყოფება და ეგვიპტური ხელოვნების უძველეს შედევრად არის მიჩნეული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები