ანაქსიმანდრე მილეტელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:22, 16 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაქსიმანდრე მილეტელი – (ძვ. ბერძნ. Ἀναξίμανδρος, ძვ. წ. 611-547) — ძველბერძენი ფილოსოფოსი, თალესის მოწაფე.

ანაქსიმანდრემ მსოფლიო საწყისის ძებნა სამყაროში არსებულ ნივთიერებებში კი არ დაიწყო, როგორც თალესმა; მისი აზრით მსოფლიოს საწყისი (άρχή) განუზომელია (άπειρος) – რიცხობრივად, ხოლო თვისობრივად განუსაზღვრელია, უკვდავია. ამ რაღაც გაურკვეველი საწყისიდან რომელიც ერთსა და იმავე დროს სითბოსაც და სიცივესაც შეიცავს, წარმომდგარია სისველე, საიდანაც ვიღებთ: გაშრობით მიწას, აორთქლების გზით ჰაერსა და შემდეგ ცეცხლს. ამრიგად, მსოფლიოს ვღებულობთ წინააღმდეგობათა შეერთების გზით. კონკრეტულად მას თავის თხზულებაში „ბუნების შესახებ“, რომელიც პროზაულად ყოფილა დაწერილი, მოცემული აქვს ცხოველთა, წარმოშობის გზაც. ასე, მაგალითად, ის ამბობდა: მიწის შრობისდა მიხედვით (მიწა კი თავდაპირველად თხევად მდგომარეობაში იყო) ცხოველი თანდათან იცვლიდა თავის სახეს; თავდაპირველად ცხოველები თევზისნაირნი იყვნენ, ხოლო შემდეგ გარდაიქცნენ ხმელეთის ცხოველებად.


წყარო

ბერძნული ლიტერატურის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები