აბამელიქოვი დავით
დავით აბამელიქოვი (აბამელიქი), − (10.03.1774 - 23.10.1833), თავადი, გენერალ-მაიორი (30.08.1818).
დაიბადა ქ.ტფილისში. გენერალ ი.ს.აბამელიქოვ (აბამელიქის) უმცროსი ძმაა.
1421 წელს, საქართველოში გადმოსახლებული სომხური უძველესი გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელთაგანი იყო.
1800 წლის 9 იანვარს, მას შემდეგ რაც ქართლ-კახეთის სამეფო კარის მღვდლის, სიმონ ოჰანესის-ძე აბამელიქის ქალიშვილი ელენე (1770-1836) გახდა უფლისწულ დავით გიორგის-ძის მეუღლე, ამ გვარის ტფილისური შტო აამაღლეს თავადთა მე-3 ხარისხში.
დავითი ძმასთან - ივანესთან ერთად, 1797 წელს ჩარიცხეს გვარდიულ არტილერიაში როტმისტრად.
1798-1812 წლებში მსახურობდა ჰუსართა ლაიბ-გვარდიის პოლკში. იყო რა საბრძოლო ოფიცერი, მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა სამხედრო სამსახურში.
მონაწილეობდა (1805-1807) წლების რუსეთ-საფრანგეთის ომში. იბრძოდა აუსტერლიცთან, გუტშტადტთან, ჰელსბერგთან. მამაცობისათვის, რომელიც მან გამოიჩცინა ფრიდლანდთან ბრძოლისას, 1807 წლის 2 ივნისს, პრუსიის იმპერატორმა დავით აბამელიქოვი დააჯილდოვა ორდენით „დამსახურებისათვის“ და ოქროს ხმლით (მამაცობისათვის).
1808 წლის 20 მაისს დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის 1808 წლის 20 მაისს დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით.
მონაწილეობდა რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში. მეთაურობდა რა ჰუსართა ლაიბ-გვარდიის ესკადრონს, 1812 წლის ივნის-ივლისში მიიღო მონაწილეობა ფრანგების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში - ვოლკომირთან, ოსტროვნოსთან, კუკლოვიცთან, იანკოვთან, ხოლო ბოროდინოს ბრძოლის შემდეგ ებრძოდა მოწინააღმდეგეს ტარუტინოსთან, მალოიაროსლავლთან და დოროგობუჟთან.
დაწინაურდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობაში ევროპაში, კერძოდ საქსონიაში, ლიუცენთან და ბაუცენთან.
1812 წლის 26 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1814 წლის 18 მარტს ძმასთან ერთად შევიდა პარიზში.
1815 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა ტაგანროგის ულანთა პოლკის მეთაურად
1816 წლიდან მეთაურობდა ბორისოგლებსკის ულანთა პოლკს.
1818 წელს დაინიშნა ულანთა 2-ე დივიზიის 2-ე ბრიგადის მეთაურად, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო დავით აბამელიქოვი იძულებული გახდა 1824 წელს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.
თავისუფლად ფლობდა: სომხურს, ქართულს, სპარსულს და რუსულ ენებს, საკმაოდ კარგად იცოდა თურქული ენა.
1824 წელს შეიძინა სახლი მოსკოვში, ბასმანის ქუჩაზე.
რუსეთ-სპარსეთის (1826-1828) წლების ომის დროს, კვლავ ბრუნდება ჯარში და მეთაურობს კავალერიის IV სარეზერვო კორპუსის სარეზერვო ბრიგადას. შემდგომში მონაწილეობს რუსეთ-თურქეთის (1828-1829) წლების ომშიც.
საბრძოლო დამსახურებისათვის ამ ორივე სამხედრო კამპანიაში დაიმსახურა რუსეთის ორდენები წმ.ვლადიმერის III და მ.ვლადიმერის III წმ.ანას III (ალმას.ნიშნ.) ხარისხის ორდენები.
გარდაიცვალა ქალაქ დრეზდენში. დაკრძალულია სანქტ-პეტერპურგში სმოლენსკის სომხური სასაფლაოს ქრისტეს აღდგომის ეკლესიაში.