სოფელ ზვარეთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:05, 4 დეკემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის გეგმა

სოფელ ზვარეთის წმინდა გიორგის ეკლესია - დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით - ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ძირში ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით თაღოვანი და შეისრული ნიშებია, სამხრეთით კი თაღოვანი. კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით, რომელიც შემდეგ შელესილია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი სოლეაა. კანკელი მოხატულია ფრესკებით. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრული ფორმისაა, რომლის საბრჯენი თაღი პილასტრების მარტივად პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ეკლესიის დარბაზი ნათდება ოთხივე კედელში განლაგებული თაღოვანი სარკმლებით. ამათგან ჩრდილოეთისა ამჟამად ამოქოლილია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკი მოგებულია ქართული აგურით. ეკლესიის ფასადები შელესილია. ერთადერთ მორთულობას აღმოსავლეთის სარკმლის თავზე ამოკვეთილი დიდი ჯვარი წარმოადგენს.

წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები