ჩეხონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:31, 29 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩეხონი – Pelecus cultratus (Linne) 1758

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ჩეხონი

თევზი გვარი კობრისებრთა ოჯახისა. ხახის კბილები ორმწკრივია, რიცხვით 2.5-5.2. ლაყუჩის ჩხირები 18-23-ია. სხეულის უდიდესი სიმაღლე სხეულის სიგრძეში (კუდის გარეშე) 3,7-5,5-ჯერ თავსდება, მკერდის ფარფლების სიგრძე – 2,9-4,0-ჯერ. ისინი მუცლის ფარფლებას ფუძემდე სწვდებიან. ზურგისა და კუდის ფარფლები მორუხოა, დანარჩენები – მოყვითალო. სიგრძით 200-400, მაქსიმუმი 600 მილიმეტრამდე აღწევს. კასპია-ვოლგის ჩეხონის საშუალო წონა 80-108 გრამია, დოხისა – 300-400 გრამი.

ჩეხონი გავრცელებულია ბალტიის აუზში მდ. ოდერიდან ნევამდე, შავ ზღვაში მდ. დუნაიდან ქერჩის სრუტემდე, აზოვის, კასპიისა და არალის ზღვებში და ზოგიერთ ტბაში.



წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები