ბარაბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:50, 21 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარაბული – Mullus barbatus ponticus Essipov

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ბარაბულისებრნი გვარი: ბარაბული

თევზის სახეობა ბარაბულისებრთა ოჯახისა. მალების რაოდენობა 24-ია. ლაყუჩის პირველ რკალზე 21-23 ჩხირია. თავი გვერდებიდან შებრტყელებულია და მაღალი, ნიკაპზე ორი გრძელი ულვაში აქვს. თვალები მაღლა სხედან. თვალებშორისი მანძილი (შუბლის სიფართოვე) პატარაა, საშუალოდ ის თავის სიგრძის 21%-ზე მეტი არაა. თვალის წინა არე ანუ დინგი დიდია და საშუალოდ თავის სიგრძის 90%-ს შეადგენს თავის პროფილი დაქანებულია და მრგვალი, ის შედარებით გრძელია და სხეულის საერთო სიგრძეზე 3,9-4,1-ჯერ ნაკლებია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები